სწორად დაგეგმილი სივრცეები: არქიტექტურა, რომელიც მუშაობს

არქიტექტურული დიზაინი, სანებართვო და სამშენებლო დოკუმენტაცია საქართველოში

მომსახურების პაკეტები

გეგმარება

$6 / კვ.მ

ახლახანს შეიძინე ბინა და გინდა გაიგო, როგორ შეგვიძლია გავხადოთ ის შენი ცხოვრების სტილზე მორგებული?
მაშინ ეს პაკეტი შენთვისაა. გამომიგზავნე ბინის ნახაზი და ვნახოთ, რა გამოვა!


რა შედის მომსახურებაში

  • გეგმარების კონცეფცია
  • ტიხრების გეგმა
  • ავეჯის გეგმა
  • განათების გეგმა
  • აზომვითი ნახაზი
  • 3დ მოდელი
  • ვიზუალიზაცია

მშენებლობის ნებართვა

$15/ კვ.მ

გაქვს მიწის ნაკვეთი და ფიქრობ საინვესტიციო ან საცხოვრებელი შენობის მშენებლობას?
მაშინ, გარდა უბრალოდ დიზაინ კონცეფციისა, დაგჭირდება სამშენებლო ნებართვაც.


რა შედის მომსახურებაში

  • წინასაპროექტო კვლევა
  • დიზაინ კონცეფცია
  • სანებართვო დოკუმენტაცია
  • ვიზუალიზაცია
  • დეტალური ნახაზები
  • მასალათა რაოდენობა
  • სპეციფიკაციები

დეტალური პროექტი

$20 / კვ.მ

ეს პაკეტი შენთვისაა, თუ გსურს, რომ მშენებლობამ ნაკლები სიურპრიზებით ჩაიაროს.
დეტალების წინასწარ გათვლა მეტ კონტროლს გაძლევს საბოლოო შედეგზე.


რა შედის მომსახურებაში

  • დეტალური ნახაზები
  • მასალათა რაოდენობები
  • სპეციფიკაციები
  • მომიჯნავე დისციპლინების ინტეგრაცია
  • დიზაინი კონცეფცია
  • სანებართვი დოკუმენტაცია
  • ვიზუალიზაცია

სამუშაო პროცესი

ქვემოთ მოცემულია საკონტაქტო ფორმა. შეავსეთ ყველა მოთხოვნილი დეტალის გათვალისწინებით – ეს დამეხმარება, რომ საწყის ეტაპზე მივხვდე თქვენს მიზანს და შემოგთავაზოთ თქვენს ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პაკეტი.

ფორმის შევსების შემდეგ დაგირეკავთ და ავარჩევთ მისაღებ დროს, რომ პირადად გავისაუბროთ და დავსახოთ მოქმედების გეგმა. შეხვედრის შემდეგ დავიწყებ წინა საპროექტო კვლევას, რომელიც მოიცავს კვლევას ონლაინ და შესაძლოა, ადგილზე ვიზიტსაც.

ეს ეტაპი აუცილებელია ვიდრე თვითონ დიზაინზე მუშაობა დაიწყება. შევისწავლით:

  1. მიწის ნაკვეთს ან არსებულ სივრცეს
  2. თქვენს საჭიროებებს და მიზნებს
  3. მოქმედ რეგულაციებსა და შეზღუდვებს
  4. რა არის რეალურად შესაძლებელი ამ პროექტისთვის

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეტაპი საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი გადაწყვეტილებები და პროექტს სწორი საფუძველი შევუქმნათ.

ამ ეტაპზე პროექტის მთავარი იდეა ფორმას იღებს.
განისაზღვრება სივრცეების განლაგება, ოთახების ზომები და კავშირები, პროექტის საერთო ხასიათი, დიზაინის ძირითადი მიმართულება
მარტივად რომ ვთქვათ, აქ თქვენი იდეები ნელ-ნელა გადაიქცევა კონკრეტულ და გასაგებ პროექტად.

ეს არის ეტაპი, როცა მზადდება ის ნახაზები და დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა მშენებლობის ნებართვის მისაღებად, თუ პროექტი ამას მოითხოვს.
ჩვეულებრივ მოიცავს არქიტექტურულ ნახაზებს, ძირითად ტექნიკურ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზუალიზაციას.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დოკუმენტების პაკეტი, რომელიც პროექტს სამართლებრივად წინ წასვლის საშუალებას აძლევს

ამ ეტაპზე პროექტი უფრო ღრმად და დეტალურად მუშავდება, რათა მშენებლობის პროცესში ყველაფერი მკაფიო იყოს.
იგი მოიცავს დეტალურ ნახაზებს, დეტალურ ზომებს, მასალებს, ტექნიკურ გადაწყვეტებს, და ინფორმაციას მშენებლებისთვის და ხელოსნებისთვის.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუქციების სრული პაკეტი, რომლის მიხედვითაც პროექტი რეალურად შენდება.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მშენებელს მხოლოდ სანებართვო დოკუმენტაცია გადასცეთ, თუმცა დეტალური პაკეტის დამუშავება საშუალებას მოგცემთ, გადაწყვეტილებები მიიღოთ ქაღალდზე ხაზების გადაადგილებით, და არა რეალურ მასშტაბში რეალური მასალებით.

ბლოგი

  • საჭიროა თუ არა პირველი კლასის (60კვ.მ-მდე) მშენებლობისთვის პროექტი და მისი შეთანხმება

    საჭიროა თუ არა პირველი კლასის (60კვ.მ-მდე) მშენებლობისთვის პროექტი და მისი შეთანხმება

    არქიტექტორები ხშირად ვისმენთ ხოლმე რომ 60 კვ.მ -მდე შენობა არის “უფასო” და მას შეთანხმება ან მშენებლობის ნებართვის აღება არ სჭირდება. ეს გაურკვევლობა განპირობებულია იმით, რომ 60კვ.მ-მდე შენობა-ნაგებობას (რომელიც არის 1 კლასის ობიექტი) არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ იხდით მერიის სახელმწიფო მოსაკრებელს (კ2 კოეფიციენტზე 4 ლარს) და არ გადიხართ სამ სტადიას, რომელიც…

  • სანამ კედლებს დაანგრევთ: არქიტექტორის კითხვარი გეგმარების დასაზუსტებლად

    სანამ კედლებს დაანგრევთ: არქიტექტორის კითხვარი გეგმარების დასაზუსტებლად

    გეგმავთ ბინის გადაკეთებას, კედლების დანგრევას ან სივრცის უფრო „გახსნას“? სანამ რემონტს დაიწყებთ, ერთი რამ უნდა გადაამოწმოთ: იმუშავებს ეს გეგმარება რეალურ ცხოვრებაში? ლამაზი გეგმა საკმარისი არ არის, თუ ავეჯი არ ეტევა, მოძრაობა მოუხერხებელია, სამზარეულო არ მუშაობს, სათავსოები არ არის გათვალისწინებული ან სველი წერტილების გადატანა ტექნიკურად პრობლემურია. სწორედ ამიტომ შევქმენი არქიტექტორის კითხვარი: მარტივი გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ დაფიქრდეთ…

  • ერთი ბინის ორად გაყოფა: შესაძლებლობები და კომპრომისები, რაც უნდა ვიცოდეთ

    ერთი ბინის ორად გაყოფა: შესაძლებლობები და კომპრომისები, რაც უნდა ვიცოდეთ

    ახლახანს დავასრულე გეგმარების პროექტი, რომლის მთავარი ამოცანაც იყო ერთი ბინის (მოსაშვილზე, დაახლოებით 125 კვ.მ) ორად გაყოფა. ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო მსგავსი ამოცანის გადასაწყვეტად და ბევრი კომპრომისსაც მოითხოვს. ერთი ბინის ორად გაყოფის შედეგად მიღებული ბინები 100% იდეალური ვერ იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ გვიწევს ერთი ბინისთვის საკმარისი საინჟინრო კომუნიკაციების ორზე გადანაწილება. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა…

  • სამზარეულოს გეგმარება: რამდენი ვერსიის გაკეთებაა შესაძლებელი ერთ სივრცეში

    სამზარეულოს გეგმარება: რამდენი ვერსიის გაკეთებაა შესაძლებელი ერთ სივრცეში

    მინდა გაგიზიაროთ ცოტა ხნის წინ გაკეთებული სამზარეულოს სივრცის გეგმარების პროექტი და ვისაუბრო იმის შესახებ, რა ლოგიკით შევქმენი ეს ვერსიები. არსებული სიტუაცია დამკვეთი ახალგაზრდა წყვილია ბავშვებით, რომელთაგან ორი სპეცალური საჭიროებითაა და აუცილებელია მათთვის შესაბამისი გადაადგილების სივრცის დაგეგმვა. მათი სახლი ამჟამად შენდება. ხოდა, სანამ მიაღწევენ სამზარეულომდე, დამკვეთს უნდოდა უკეთესად გადაეწყვიტა სივრცე. სახლს ადრე გაკეთებული პროექტის მიხედვით აშენებენ,…

  • შეუმჩნეველი არქიტექტურა: რატომ არ არის გეგმარება დასრულებული ელექტროობის გეგმის გარეშე

    შეუმჩნეველი არქიტექტურა: რატომ არ არის გეგმარება დასრულებული ელექტროობის გეგმის გარეშე

    რემონტისას ან მშენებლობისას ყველა ფიქრობს დივნის ზომაზე, კედლის ფერზე და ავეჯის განლაგებაზე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა იმ დივანზე ჯდებით და ლეპტოპის დამუხტვა გჭირდებათ? ან როცა გინდათ რბილი, მყუდრო განათება, მაგრამ სანათისთვის ახლოს როზეტი არ არის? ყოველდღიურად მიწევს სივრცის გეგმარებაზე მუშაობა. ერთი შეხედვით, გეგმარება შეიძლება უბრალოდ ბრტყელ, ორგანზომილებიან ნახაზად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ…

  • გამწვანების კოეფიციენტის გაზრდა ქვაფენილის სწორად შერჩევის გზით

    გამწვანების კოეფიციენტის გაზრდა ქვაფენილის სწორად შერჩევის გზით

    ზოგჯერ პროექტირებისას გვიწევს ხოლმე არჩევანის გაკეთება პარკინგსა და გამწვანებას შორის. ეს თემა მით უფრო აქტუალურია, თუ გამწვანების კოეფიციენტს ვერ ვაკმაყოფილებთ პარკინგის გაკეთების შემთხვევაში. თუმცა სულაც არაა აუცილებელი, რომ არჩევანი გავაკეთოთ: არსებობს გზა, რომ ერთიც გვქონდეს და მეორეც. ამ შემთხვევაში, მასალის შერჩევას ვგულისხმობ. თუ საფეხმავლო (ან საპარკინგე) ტერიტორიის მასალად მიუთითებთ ბეტონის ღრუტანიან ფილებს გამწვანებით, შედეგად მიიღებთ…

თამარ ბენაშვილი

არქიტექტორი

არქიტექტურის ბაკალავრი, GTU, თბილისი, 2014წ.
არქიტექტურის და ურბანიზმის მაგისტრი, CVUT, პრაღა, 2022წ.

– Architecten|en|en – ეინდჰოვენში
– Proof of the Sum – ამსტერდამში
– DMARK და MUA – თბილისში
– Andrle Architekti, Schindler Seko Architekti და MS Architekti – პრაღაში.

2026 წლიდან დამოუკიდებელი არქიტექტორი საქართველოში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია

ხარისხიანად პროექტის გაკეთებას ესაჭიროება პერსონალიზებული ყურადღება და დრო დიზაინზე საფიქრად, რისთვისაც ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პროექტის შესახებ და აუცილებლად შეგეხმიანებით მიუხედავად იმისა, ავიღებ თუ არა თქვენს პროექტს.