ზოგჯერ პროექტირებისას გვიწევს ხოლმე არჩევანის გაკეთება პარკინგსა და გამწვანებას შორის. ეს თემა მით უფრო აქტუალურია, თუ გამწვანების კოეფიციენტს ვერ ვაკმაყოფილებთ პარკინგის გაკეთების შემთხვევაში.

თუმცა სულაც არაა აუცილებელი, რომ არჩევანი გავაკეთოთ: არსებობს გზა, რომ ერთიც გვქონდეს და მეორეც.

ამ შემთხვევაში, მასალის შერჩევას ვგულისხმობ.

თუ საფეხმავლო (ან საპარკინგე) ტერიტორიის მასალად მიუთითებთ ბეტონის ღრუტანიან ფილებს გამწვანებით, შედეგად მიიღებთ ზედაპირს, რომელიც გამოყენებადია სასურველი ფუნქციით და ამასთანავე, ამკაყოფილებს ტერიტორიის გამწვანების მოთხოვნებსაც.

სწორედ ამ ხერხს მივმართეთ დედოფლისწყაროში კომერციული შენობის დაპროექტებისას: შენობის უკან ეზოს მასალად გმოყენებულია ბეტონის ღრუტანიანი გამჭოლი ფილები, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად ჩაითვლება გამწვანების კოეფიციენტში.

შეგვეძლო, იგივე მასალა გაგვეკეთებინა შენობის წინაც, გზის მხარეს, თუმცა ვინაიდან უფრო მეტი ტრაფიკია, ძნელი იქნებოდა გამწვანების შენარჩუნება და არსებობდა საშიშროება, რომ უბრალოდ მტვრითა და ნაგვით სავსე ღრუტანიანი ფილები შეგვრჩებოდა. ამიტომ შენობის წინ მივუთითეთ უბრალოდ ქვაფენილი გამწვანების გარეშე.

პროექტის ავტორი: არქიტექტორი თამარ ბენაშვილი

რა ტიპის და დიზაინის ფილები შეგვიძლია გამოვიყენოთ?

დღეისათვის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მოდელებია შემდეგი სახის:

https://speckomforti.ge/

თუმცა, საზღვარგარეთ უფრო მეტი მრავალფეროვნებაა. ეს კი, ჩემი აზრით, განპირობებულია ბაზარზე მოთხოვნით.

თუკი არქიტექტორები და დიზაინერები პროექტში მიუთითებენ განსხვავებული დიზაინის ფილებს, მწარმოებლებიც შესთავაზებენ შესაბამის პროდუქციას.

ასე რომ, ითანამშრომლეთ არქიტექტორებთან, რომლებიც არ დასჯერდებიან არსებულს.

თქვენ რომელი ვერსია გირჩევნიათ?