გეგმავთ ბინის გადაკეთებას, კედლების დანგრევას ან სივრცის უფრო „გახსნას“?

სანამ რემონტს დაიწყებთ, ერთი რამ უნდა გადაამოწმოთ:

იმუშავებს ეს გეგმარება რეალურ ცხოვრებაში?

ლამაზი გეგმა საკმარისი არ არის, თუ ავეჯი არ ეტევა, მოძრაობა მოუხერხებელია, სამზარეულო არ მუშაობს, სათავსოები არ არის გათვალისწინებული ან სველი წერტილების გადატანა ტექნიკურად პრობლემურია.

სწორედ ამიტომ შევქმენი არქიტექტორის კითხვარი: მარტივი გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ დაფიქრდეთ მთავარ საკითხებზე, სანამ კედლები დაინგრევა და რემონტი ძვირი შეცდომებით დაიწყება. ამ კითხვარს ვიყენებ უმეტეს შემთხვევაში ბინის ან საცხოვრებელი სახლის გეგმარების დაწყებამდე და თქვენც გიზიარებთ.

ჩამოტვირთეთ კითხვარი და გადაამოწმეთ თქვენი გეგმარება რემონტამდე.